მარინა ეზუგბაია – ორ პაციენტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა

Read Time:34 Second

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ორ პაციენტთან დაკავშირებით, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეიძლება თქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმ პაციენტის მეორადი ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ვირუსი აღარ დაუდასტურდა განმეორებითი ტესტის შედეგად არც მეორე პაციენტს და მასაც ხელახალი ტესტი ჩაუტარდება 24 საათის განმავლობაში.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, მეორე პაციენტის შემთხვევაც პირველი მსგვასად ირანში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

„პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმთელდა. ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი თუ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაციენტი ნომერი 2 გამოჯანმრთელდა-მიღებულია უარყოფითი პასუხი 15 დღის შემდეგ!
Next post თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის აღდგენამდე მშობლები ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების წაღებას შეძლებენ