მარინა ეზუგბაია – კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

Read Time:28 Second

მარინა ეზუგბაია – კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, დღის განმავლობაში 11 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს.

ამასთან, მისივე განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 11 პაციენტის ტესტია გაგზავნილი, რომლის პასუხებიც მოგვიანებით იქნება ცნობილი.

„ინფექციურ საავადმყოფოში წევს 46 პაციენტი. დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შეგვმატებია. კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო გუშინ დატოვა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან
Next post ამირან გამყრელიძე – უახლოეს მომავალში გვექნება ისეთი შემთხვევები, როდესაც კორონავირუსის შემოტანის პირველ წყაროზე ვერ გავალთ