მარინა ეზუგბაია: ინფიცირების ძირითადი ნაწილი აჭარაშია, დანარჩენ რეგიონებში ლოკალიზაციისკენ მივდივართ

Read Time:58 Second

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გაძლიერებული ტესტირების გამო რაოდენობის ზრდის მოსაზრება რჩება. ახალი შემთხვევების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია. ახალ- ახალი წერტილები გაჩნდა, მაგრამ ვხედავთ, რომ აჭარაში არის ძირითადი ნაწილი. დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. თუ ყოველდღიურ მონაცემებს შევაჯერებთ, მატება არც ერთ რეგიონში არ არის, ყველა რეგიონში მცირდება, თუ არ მცირდება იგივე მონაცემები რჩება.

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს“, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძის თქმით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება სწავლის დაწყებამდე გაგრძელდება
Next post თბილისის მერიამ კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოაცხადა