აშშ-სა და უკრაინას შორის ქალაქ ჯიდაში 11 მარტს გამართულ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
როგორც უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვის პოზიციის ფორმირება საზღვარგარეთ ვერ მოხდება და მთავარ სიახლეებს რუსეთიდან უნდა ელოდონ.
„რუსეთის ფედერაციის პოზიციების ფორმირება ხდება არა საზღვარგარეთ რაღაც შეთანხმებების ხარჯზე ან რომელიღაც მხარეების ძალისხმევით, არამედ რუსეთის პოზიციის ფორმირება რუსეთის ფედერაციის შიგნით ხდება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
აღსანიშნავია, რომ 11 მარტს ქალაქ ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე, უკრაინა 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას დათანხმდა, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურ გადაწყვეტილებას კრემლიც მიიღებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინის ამ პოზიციას მოსკოვს გააცნობს და თანხმობის იმედს გამოთქვამს.