მანანა ნარიმანიძე – ბოლო წლების განმავლობაში სიცოცხლე დაუბრუნდა მიტოვებულ სოფლებს, ჩვენი მიზანია, დავუბრუნოთ სიცოცხლე იმ სოფლებს, სადაც ჯერჯერობით მოსახლეობა არ არის

Read Time:1 Minute, 5 Second

ბოლო  წლების  განმავლობაში სიცოცხლე  დაუბრუნდა   მიტოვებულ  სოფლებს, უამრავი  ასეთი  სოფელი  გვაქვს,  ჩვენი  მიზანია, კიდევ  ერთხელ  დავუბრუნოთ  სიცოცხლე დუშეთის მუნიციპალიტეტის  იმ  სოფლებს,  სადაც  ჯერჯერობით   მოსახლეობა  არ  არის, ერთად  ვიზრუნოთ  მათ  იქ  დაბრუნებაზე, ინფრასტრუქტურის  მოწყობასა  და  კეთილდღეობაზე“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატმა მანანა ნარიმანიძემ წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადა, რომ „ქართული  ოცნების“  ხელისუფლებაში  მოსვლის  დღიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული   პროექტი  განხორციელდა, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება პრობლემები.
„მე  დუშელი  ვარ,  ეს  ჩემთვის  ყველაზე  საამაყოა,  აქ  დავიბადე   და  გავიზარდე, ზუსტად  ვიცი  თითოეული  პრობლემა,  რაც  შეიძლება   ჩემი  მუნიციპალიტეტის  მკვიდრს  აწუხებდეს.  სწორედ  თქვენი,  ხელისუფლების   გვერდში  დგომით იმედი  მაქვს, ყველა პრობლემები  ერთხელ  და  სამუდამოდ  წარსულს  ჩაბარდება,  ყველაფერი  მოწესრიგდება  და  ჩვენი  დუშეთი  იქნება ყველაზე  ევროპული  ქალაქი.  ეს  არის    ჩემი  ბავშვობის  ოცნება, ჩვენ  ვიყოთ  პატარა,  ევროპული  ქალაქის  მკვიდრნი. ჩემი  მიზანია,  დუშეთში  მკვეთრად  გავაუმჯობესოთ  სოციალურ-ეკონომიკური   მდგომარეობა, გავუფრთხილდეთ  უნიკალურ კულტურულ  მემკვიდრეობას, რომელიც  ჩვენს  მუნიციპალიტეტშია,  ხელი  შევუწყოთ  განათლების, ჯანდაცვის,  სპორტის  და  კულტურის  განვითარებას  და  რაც  მთავარია,  ავითვისოთ  ის უნიკალური  ტურისტული  პოტენციალი,  რომელიც  ჩემს  მუნიციპალიტეტს  გააჩნია. მიუხედავად  იმის,  რომ  ძალიან ბევრია  გაკეთებული, ტურიზმის  განვითარების  მხრივ, კიდევ  ძალიან  ბევრი  გვაქვს  გასაკეთებელი. მჯერა,  რომ  დამაჯერებლად   გავიმარჯვებთ  და  ჩვენს  სიტყვას  ვიტყვით“ – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარობის   კანდიდატები წარადგინა: ესენი არიან    გიორგი  ინაშვილი, ზაზა  უნდილაშვილი, ვაჟა   მაჭავარიანი, ზურაბ  არაბული, ნუკრი  უნდილაშვილი, ლევან  წითური, როინ  პეტრიაშვილი, გია  ზურაბაშვილი, ხვიჩა  გოგოლაური, ნანი  თეთრუაშვილი, ალექსანდრე  ბუჩუკური.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქარსელაძე – ჟინვალიდან შატილამდე უკვე გვაქვს რეაბილიტირებული, ბევრად უფრო უსაფრთხო გზა
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა