მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ფრაქცია „ლელო-საქართველოსთვის“ შესაძლოა, დაიშალოს

Read Time:25 Second

მამუკა ხაზარაძის მიერ მეათე მოწვევის პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, ფრაქცია „ლელო – საქართველოსთვის“ შესაძლოა, დაიშალოს. დაშლის მიზეზი იქნება რეგლამენტით გათვალისწინებული ის ნორმა, რომლის მიხედვით, ფრაქციისთვის საჭიროა შვიდი დეპუტატი.

ამ დროისთვის, „ლელოს“ ფრაქციაში არიან – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი და არმაზ ახვლედიანი. იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ხაზარაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, ფრაქციაში ექვსი დეპუტატი დარჩება, რაც მისი დაშლის მიზეზი იქნება. საპარლამენტო საქმიანობაში ფრაქცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია, ვინაიდან, სწორედ ფრაქციას აქვს გამოსვლებისთვის უფრო მეტი დრო და ბერკეტი, მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე – ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ განიხილება, მცდარი ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება
Next post ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს