მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ არჩევნები არ გაყალბდა ვიცე-მერი გახდება

Read Time:38 Second

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ თუ არჩევნები არ გაყალბდა ვიცე-მერი გახდება.

“ქართულმა ოცნებამ” დღეს დემონტაჟი დაიწყო და ლეგიტიმაცია დაკარგა. ის ციფრები, რომელიც ჩვენთან მოდის არის დამაიმედებელი. ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა დაიჯერა კოალიციის იდეის, რადგან ეს იყო გულწრფელი ქვეყანაზე ორიენტირებული იდეა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

პროცესი დაიწყო და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება. მე ველოდები ხუთ ქალაქში გამარჯვებას, თუმცა დაველოდოთ ცესკოს მონაცემებს.

ახლა უნდა დავიცვათ ხმები! უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს სიტყვები ამოვიღოთ ლექსიკონიდან. თუ გვინდა განვითარება მიდგომები უნდა შეცვალოთ და “ქართულ ოცნებას” ამის გაკეთება, არც სასამართლო და არც საარჩევნო მიმართულებით არ სურს.

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ შედეგები არ გაყალბდა მე ვიქნები ვიცე-მერი. მთავარია ხმები იყოს დაცული, ის რაც საარჩევნო უბნებზე ხდება არ არის ნორმალური,”- აცხადებს ხაზარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე, ხვალიდან ვიწყებთ საუბარს, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნისთვის
Next post შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას: ახლა მიაკითხეთ საშველად შარლ მიშელსა და კელი დეგნანს