მამუკა ხაზარაძე: სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს და ერთი რუსი ოლიგარქისგან იმართება

Read Time:34 Second

სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს და ერთი რუსი ოლიგარქისგან იმართება, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი, სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება.

ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და, შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ – არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.

ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი!

ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს.
ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ
Next post პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ 84 ხმით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია