მამუკა ხაზარაძე – ევროპის საბჭოს დელეგაციას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ სასამართლო სისტემაში არაფერი შეცვლილა, მიშელის დოკუმენტის მიუხედავად, წინსვლა არ არის

Read Time:41 Second

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს დელეგაციას დღევანდელ შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასამართლო სისტემაში არაფერი შეცვლილა და შარლ მიშელის დოკუმენტის, არსებული ვალდებულების მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა არ არის.

ხაზარაძის თქმით, ამ სახის სასამართლოთი, თუ საარჩევნო სისტემით საქართველო ევროპულ ოჯახს ვერ შეუერთდება.

„ევროპის საბჭოს დელეგაციას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ შარშანდელი მათი ვიზიტიდან დღემდე არაფერი შეცვლილა სასამართლო სისტემაში, კლანი კიდევ არსებობს და არანაირი წინსვლა არ არის იმის მიუხედავად, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი და ვალდებულება არსებობს. ეს საკითხი ყველა ნორმალურ ადამიანს აწუხებს, რადგან თუ არ დავასრულებთ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს, არ შემოვა ინვესტიცია, არ შეიქმნება სამუშაო ადგილები და არ იქნება განცდა, რომ სამართლიანი სასამართლო არსებობს. ისინი, როგორც ჩვენი ერთგული მეგობრები, ძალიან წუხან იმ პროცესების გამო, რაც ქვეყანაში მიდის. თუ სურვილი გვაქვს, რომ ევროპულ ოჯახს შევუერთდეთ, ევროპულ ოჯახს ვერ შევუერთდებით ამ სახის სასამართლოთი, საარჩევნო სისტემით“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2020 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში მოსწავლეებთან ერთად, სტუდენტები და ეთნიკური უმცირესობები ჩაერთნენ
Next post ირაკლი კობახიძე: ყველაფერი, რაც ნინოწმინდის პანსიონს უკავშირდება, უნდა იყოს საჯარო