ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

მამუკა ხაზარაძე – გახარიას პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად, ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი პარტნიორი – ამ პარლამენტში დარჩენა ბიძინა ივანიშვილის „რუსულ ხელისუფლებასთან“ რუსული საქმის კეთებას ნიშნავს

რუსთაველის რვა ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულიად უუნაროები ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის რაიმე სახის ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 113 ხმა ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის; 100 ხმა ორი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 100 ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის; 100 ხმა უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის; 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილებების დასამტკიცებლად; 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად.

„ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში მხოლოდ 89 მანდატი გააჩნია. ეს იყო ჩვენი სტრატეგია, ეს იყო პროდასავლური ოთხი კოალიციური გაერთიანების სტრატეგია, რომ ეს ხალხი, რომელმაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა არჩევნებზე, დარჩენილიყვნენ მარტო და ვერ მიეღოთ ვერანაირი გადაწყვეტილება, ასევე, ახალი არჩევნების ჩატარების იძულება მომხდარიყო. დღევანდელ ვითარებაში შემდეგი მოცემულობა გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი გააჩნია, პარლამენტში დღეს, ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს. საკითხის დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც „გახარია-საქართველოსთვის“ ჰქვია და აქ ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა, იმ ძალის ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ჩემთვის ეს არის საქართველოში რუსული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მიათრევს და იზოლაციას უკეთებს ევროპული ფასეულობისგან, რომელსაც ქართველი ხალხი ძირძველად ეკუთვნის, მიათრევს დამპყრობლისკენ, რუსეთისკენ და ისეთი სისტემებისკენ, როგორიც არის მაგალითად, ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ყველანაირი გარემოა შექმნილი, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები, მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო და კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე ჩანს, რომ საქართველო  ამ კუთხით იმსახურებს მაღალ ნდობას.„ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები. არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში და კორუფციისგან თავისუფლების კუთხითაც ძალიან მაღალი პოზიციები გვიჭირავს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, პრაქტიკულად ყველა ობიექტურ საერთაშორისო შეფასებაში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი გარემო არის შექმნილი იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები. მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ასევე, ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში. გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება. ამას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მურთაზ ზოდელავა სპეცრაზმელს – რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, შტურმი ნახეთ ათონელის მოედანზე? – თქვენ ეს არ გინახავთ იმიტომ, რომ აღწერეთ შეხლა-შემოხლა, რაც...

რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ? იმ დღეს, 4 ოქტომბერს, ათონელის მოედანზე? - ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ, სპეცრაზმელ იოსებ როსტიაშვილს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე იკითხება.როგორც ზოდელავამ აღნიშნა, სპეცრაზმელი დეტალურად ჰყვება იმ პროცესების შესახებ, რაც ზოგადად, აქციის თანმდევია, თუმცა არ აღწერს ისეთ სურათს, რაც დაადასტურებდა, რომ 4 ოქტომბერს განსაკუთრებული შეტევა მოხდა.„სხვა დროსაც მიგიღიათ მონაწილეობა აქციების თანმდევ პროცესებში, როგორც უფლებამოსილ პირს. საქართველოს მოქალაქე ხართ და ასევე გინახავთ სხვა აქციები, თვალი მიგიდევნებიათ მაინც. თქვენ, თქვენი საქმიანი გამოცდილების ფარგლებში მონაწილეობდით აქციებში, მიგიღიათ მონაწილეობა აქციებში, გინახავთ ბევრი აქცია, ბევრი შეხლა-შემოხლა და ხართ ამ აქციის, ათონელის მოედანთან მიმდინარე აქციის თვითმხილველი. თქვენს პასუხებში იყო თვითმხილველის პოზიცია, როგორც გდდ-ის თანამშრომლის და ადამიანის, რომელმაც დაინახა პროცესი როგორც აქცია, შეხლა-შემოხლა და აქციის თანმდევი პროცესი. რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ? იმ დღეს, 4 ოქტომბერს ათონელის მოედანზე? მაგალითები მოვიყვანოთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არავის გაუტყორცნია ხომ 4 ოქტომბერს? თქვენ ეს არ გინახავთ იმიტომ, რომ აღწერეთ კარგად, ხატოვნად ქვის ტყორცნის მომენტები, შეხლა-შემოხლა, ეს ვითარება რაც ზოგადად დამახასიათებელია აქციისთვის საქართველოში და კვაზი დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, სადაც დემოკრატია ხეიბრის დონეზეც არსებობს, რაიმე ასეთი ხომ არ შეგიმჩნევიათ? ხომ არ იყო განსაკუთრებული მომენტი? ინვენტარი, ორგანიზებული ჯგუფები? იარაღი გავიგეთ, რომ არ იყო და ვერ იქნებოდა.როგორც პროკურორმა, მეც ასე აღვიქვი, რომ თქვით, ეს იყო ჩვეულებრივი აქცია თავისი შეხლა-შემოხლებით“,- განაცხადა ზოდელავამ.ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტივ უიტკოფი – უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე, ეს პირველი გაცვლაა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე. ეს პირველი გაცვლაა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა აბუ დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას.„მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ჩართულობას რეალური შედეგები მოაქვს და ხელს უწყობს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – დაწერა სტივ უიტკოფმა.მისი თქმით, დიალოგი გაგრძელდება და უახლოეს კვირებში პროგრესია მოსალოდნელი.

მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან ქოროღლიშვილი „საქართველოს წლის ახალგაზრდა დიპლომატი“ გახდა

,,აიბი მთიების მე-10 კლასის მოსწავლის საერთაშორისო წარმატება!სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი მოსწავლე ქეთევან ქოროღლიშვილი  გახდა ტიტულის მფლობელი —„საქართველოს წლის ახალგაზრდა დიპლომატი“.მან ეს წარმატება მოიპოვა თბილისში გამართული გაეროს მოდელირების შედეგად, რის საფუძველზეც დაესწრო სრულად დაფინანსებულ დიპლომატიურ ვიზიტს ბელგიაში, მოინახულა ევროპარლამენტი და დაჯილდოვდა საქართველოს საელჩოში, სადაც ჯილდო გადასცა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ვახტანგ მახარობლიშვილმა.ვულოცავთ ქეთევანს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საერთაშორისო გამარჯვებას!''- ამის შესახებ ინფორმაციას IB Mthiebi/IB მთიები აქვეყნებს.

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან – „გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება,...

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით! - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.როგორც ხოშტარია აღნიშნავს, „გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია.„საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი „ქოცების“ ყურება. პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე.დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით!ახლა მე იმ ადგილიდან მოგმართავთ, რომელშიც ვითომ იმისთვის ჩამსვით, რომ მაიძულოთ გაღიაროთ. ოღონდ გამოუტყდით თქვენს თავებს, რომ ჩვენ ორს შორის ცუდად თქვენ ხართ და არა მე.„გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. მთელ ამ მძიმე ამბებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ მტოვებს განცდა, რომ მაიმუნი შეიპარა თვითმფრინავის საჭესთან. ბოლომდე!“ - წერს ხოშტარია.

ბოლო სიახლეები