სამშაბათი, ივნისი 16, 2026

მამუკა წოწერია: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წინასაარჩევნო შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გამართა. მამუკა წოწერიას განმარტებით, რუხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც მასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მერობის კანდიდატის განცხადებით, რუხში მდებარე ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც დღეს რეგიონში კოვიდთან ბრძოლის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, სწორედ „ქართული ოცნების“ დაპირება იყო 2012 წელს.
„ამ სოფელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, რუხი ჩვენთვის არის, როგორც რეალური ასევე სიმბოლური ხიდი, გზა ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, ამიტომაც განსაკუთრებული ძალისხმევა იყო, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის. სოფელში მოგვარებულია ყველ ძირითადი ინფრასტრუქტურა, სრულად გაზიფიცირებულია, დაიგო რამოდენიმე საავტომობილო გზა, ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა და რუხის საჯარო სკოლის 300-მდე კურსდამთავრებული არის სახელმწიფო დაფინანსებაზე. შეხვედრაზე რა თქმა უნდა გამოიკვეთა გამოწვევები – არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელსაც უახლოეს ხანებში მოვაგვარებთ“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მისივე განმარტებით, ძალიან კეთილგანწყობილია მოსახლეობა ხედავს და აფასებს იმ განხორციელებულ ინფრასტრუქტურას და იმ განვითარებას, რომელიც უშუალოდ რუხს და მთლიანად მუნიციპალიტეტს შეეხება. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს, როგორც რუხი ასევე მთლიანად ჩვენი მუნიციპალიტეტი გააკეთებს სწორ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ – აღნიშნა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა.

მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვედრაზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი თოდუა და „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ ქვარაია იმყოფებოდნენ.

„რუხი არის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ერთეული ჩვენს მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული, უმნიშვნელოვანესი ობიექტი, როგორიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო განთავსებულია სოფელ რუხში, ასევე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურას, გზების კეთილმოწყობას და აქვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები გავმართოთ. უახლოეს პერიოდში დაიწყება რუხის საბავშვო ბაღის მშენებლობა და ასევე გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, სოფელში წყალმომარაგების პრობლემის და სხვა საჭიროებების მოგვარების კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ადგილზე აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმები, რომ ინდივიდუალურად თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის პრობლემა იქნეს მოგვარებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მასუდ ფეზეშქიანი – აშშ-თან მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-თან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.„მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული“, – წერს ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.ირანის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა „ყველა სცენარისთვის“ მზადაა და მთავრობის მთავარი პრიორიტეტი „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე“ ირანელი ხალხის ინტერესების დაცვა იქნება.მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და უწყვეტი მუშაობის შედეგია.„თუ მისი ყველა დებულება სათანადოდ იქნება შესრულებული, ის, შეიძლება, ქვეყნისთვის საამაყო დოკუმენტად ჩაითვალოს“, – აცხადებს ფეზეშქიანი.

დონალდ ტრამპი – ირანთან გარიგება სრულად ხელმოწერილია, მთავარია, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე დაგვთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან გარიგება „ხელმოწერილია“.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: გარიგება სრულად ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია. რამდენიმე ნაღმს ეძებენ, უკვე რამდენიმე იპოვეს. პარასკევს სრუტე სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ბევრი კარგი რამ მოხდება. მთავარი არის, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე სრულად დაგვთანხმდნენ, ძლიერი საკონტროლო მექანიზმებით. კარგი საქმე გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გვექნება. ასე თუ არ მოხდა, დავუბრუნდებით საწყის წერტილს, თუმცა არ მგონია, ეს საჭირო გახდეს. ირანთან გარიგება მსოფლიოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რადგან ნავთობი იქ დიდხანს იყო ჩაკეტილი. მაკრონი ხანდახან მირეკავდა და მეუბნებოდა – მოდი, ნავთობის ფასებს გავუმკლავდეთ. ახლა ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამით ძალიან ვამაყობ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას.შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს, მოიცავს თუ არა შეთანხმება ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას.„არა, არ მოიცავს“, – უპასუხა ტრამპმა.მისივე თქმით, სანქციების საკითხი ირანის მომავალ ქცევაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების შინაარსი ოფიციალურად „მალე გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, პარასკევს, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ“.

გარდაიცვალა ნელი სალაძე

86 წლის ასაკში ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე ნელი სალაძე გარდაიცვალა.ინფორმაციას სალაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახლობლები და საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებენ.ნელი სალაძე იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961-1962 წლებში), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964 წელს). სალაძემ მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976–1993 წლებში). მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979). ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001წწ) და იაპონიის (1992,1996, 2000, 2002 წლებში) კლუბების სპორტსმენებს.სალაძეს 1999 წელს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. 2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.„მთელი თავისი ცხოვრება ქალბატონმა ნელიმ მიუძღვნა საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდასა და მუდამ იდგა ქართული სპორტის სამსახურში. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე, რომელთაც მან არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, არამედ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სპორტისადმი სიყვარული გადასცა. ნელი სალაძის ღვაწლი ქართული მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი სარგებლობდა კოლეგების, სპორტსმენებისა და მთელი სპორტული საზოგადოების დიდი პატივისცემით. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი აღსაზრდელების, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის გულში, ვისაც ჰქონდა ბედნიერება, პირადად სცნობოდა ამ გამორჩეულ ადამიანს.საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ნელი სალაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, აღსაზრდელებსა და კოლეგებს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და მწუხარებას. ნათელი ხსოვნა ქალბატონ ნელი სალაძეს“, – ნათქვამია საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის სამძიმრის წერილში.

„წინა დღეს იუბილარი იყო…“ – ცნობილი თურქი მსახიობი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი თურქი მსახიობი, სერიალ „შერბეთის“ ვარსკვლავი, ეჯე ირთემი, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.ეჯე ირთემი 1991 წლის 14 ივნისს, თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა.მსახიობმა კარიერა 2014 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ პოპულარულ თურქულ პროექტში.

ილია თოფურია – გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო

ილია თოფურიამ თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ განცხადება გაავრცელა.„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო და დატოვე კიდეც.პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი – მარცხენაშიც.გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ.ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი და მომზადებული გამოვედი. ეს შენი ღამე იყო.ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთად დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო.და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ამით არ დასრულებულა, ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება“, – წერს თოფურია.

ბოლო სიახლეები