მამუკა წოწერია მოქალაქეებს ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა

Read Time:35 Second

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობას დღეს ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა. მერობის კანდიდიატმა საკუთარი გეგემები ადგილობრივ მოსახლეობას, პროპორციული სიის პირველ ნომერთან ირაკლი გოგოხიასთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან თამარ სოსელიასთან ერთად შეხვდა.

„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები მოსახლეობასთან.

კარგია, რომ ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა ეზოების კეთილმოწყობა, შეიქმნა სარეკრეაციო უბნები, ასევე, ვიმყოფებოდით ტოლსტოის ქუჩაზე, სადაც შევხვდით კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობას, გავეცანით მათი საჭიროებები.

ამ ტიპის შეხვედრები მაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ საჭიროებები რაც კონკრეტულ უბანს, სოფელს, მოსახლეს აქვს და ამის შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი მოქმედებები.

მიხარია, რომ ამ უბანს ჰყავს ძალიან კარგი მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ სოსელია. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სალომე ფაცაციას, მოქმედ მაჟორიტარს გაწეული მუშაობისთვის! – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ჩვენთან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კახა კალაძის მიერ ნარკოტესტის ჩაბარების ინიციატავს ასეთი ამბავი მოჰყვებოდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი არის საუკუნის პროექტი და ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი