მამუკა მდინარაძე: Facebook-ის ანგარიშში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“

Read Time:1 Minute, 14 Second

„განსაკუთრებით 2018 წლიდან, საქართველოში დაიწყო სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული პიარკონსულტანტ ვიტალი შკლიაროვთან. ის იყო “ნაციონალური მოძრაობის” რუსი „პიარშიკი“. სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც Facebook-სივრცე გაჯერებულია სიყალბითა და სიძულვილის ენით, თუმცა, თავად Facebook-მა გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია Facebook-ის სხვადასხვა ყალბი გვერდისა და ანგარიშის ჩახსნაზე და მასში, საქართველოს კონტექსტში, ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ესაა „ნაციონალური მოძრაობა“. Facebook-ის განცხადებით, ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთავრობის ძალისხმევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ხელისუფლება, მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, რომ მივაღწიოთ თითოეულ იმ ადამიანამდე, ვისაც ზიანი მიადგა. Facebook-ის განცხადებითვე, ამ კამპანიის უკან მდგომი პირები ცდილობენ საკუთარი ვინაობის დამალვას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში დიდი ოდენობით თანხა იხარჯებოდა. რასაც Facebook-მა მიაკვლია, საუბარია 100 ათას ლარამდე თანხაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook-ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა – არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, სხვადასხვა გავლენიანი გამომცემლობა ხმამაღლა საუბრობს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს
Next post მიხეილ ჩხენკელი – ჩვენი გუნდის მოტივაციის წყარო იყვნენ ახალგაზრდები, კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა