მამუკა მდინარაძე: 64 ოლქიდან 44-ში პირველივე ტურში მოვიგეთ, უმრავლესობა პრაქტიკულად ყველგან მოვიპოვეთ. არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები?
64 ოლქიდან 44 ოლქში პირველივე ტურში მოვიგეთ, უმრავლესობა პრაქტიკულად ყველგან მოვიპოვეთ. არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები? – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამ არჩევნების და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ასეთი შედეგი არ ჰქონია და იგივე შეიძლება ითქვას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„თბილისში იყო 21 მაჟორიტარული ოლქი, საიდანაც 17-ში მეორე ტური დაინიშნა. ახლა თბილისის 10 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ერთგან დაინიშნა მეორე ტური. თუმცა ყველაზე სასაცილო ისაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ზეიმობს. ხომ არ მეშლება შემთხვევით – 47% ხომ ნამდვილად ავიღეთ? სააკაშვილის ხომ ციხეშია? რას ზეიმობენ ისინი – დიდ ქალაქებში მეორე ტურები 2016 წელსაც იყო, და 2017 წელსაც. ჩვენ ხომ ვცდილობთ, ევროპულ ქვეყნებს დავემსგავსოთ და არა იმ ქვეყნებს, სადაც, თუ პირველ ტურში არ მორჩა არჩევნები, ყურები უნდა ჩამოვყაროთ? ესაა განვლილი წლების პრაქტიკაც და ევროპული პრაქტიკაც. 64 ოლქიდან 44 ოლქში პირველივე ტურში მოვიგეთ, უმრავლესობა პრაქტიკულად ყველგან მოვიპოვეთ. არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები?“ – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელი ისიც, რომ უკანასკნელი ერთი წელი საკმაოდ მძიმე იყო.
„პირველი – ბიძინა ივანიშვილი, როგორც უდიდესი ფაქტორი, პოლიტიკაში აღარაა საერთოდ – ამ კაცის როლიც ვიცით, ქველმოქმედებაც და პოლიტიკური ქველმოქმედებაც. „ნაციონალებმაც“ იციან, უბრალოდ არ ამბობენ. ეს მოხდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ. მეორე – ფაქტებმა ხომ დაადასტურა, რომ გიორგი გახარიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის პროცენტები დაეკლო. მესამე – ბოლოსწინა დღეს მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა საქართველოში და თუკი სადმე პოტენციური ამომრჩეველი ჰყავდა „ნაცმოძრაობას“, ისტორიული მაქსიმუმი დადო ამ მიმართულებით, რაც ოპოზიციაში არიან – ყველა მივიდა არჩევნებზე. ამ ყველაფრის ფონზე მივიღეთ პრაქტიკულად იგივე შედეგი, მხოლოდ 1%-ით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...