მამუკა მდინარაძე: ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი „კომპრომატი“ ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია

Read Time:56 Second

ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი „კომპრომატი“ ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „პარტიოტთა ალიანსის“ სარეკლამო კლიპში გამოყენებულ ვიდეოს გამოეხმაურა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მას კორონავირუსი არ აქვს.

„რამდენიმე კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა:

1. მაქვს თუ არა “კოვიდი” დადასტურებული?

არა. მე და ნინო წილოსანი (რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი), სამი დღის წინ, 15-20 წუთით შევხვდით ერთმანეთს ჩვენ საერთო მეგობართან, რის გამოც გადავედი თვითიზოლაციაში და სახლიდან ვაგრძელებ მუშაობას, – არანაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა

2. ვიყავით თუ არა სუფრაზე ბოლო პერიოდში რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად?

არა, თუმცა დაახლოებით ორი წლის წინ, „ვესტმისტერნის “ მიწვევით, ვიზიტით ვიყავით ლონდონში, სადაც ერთ-ერთ საღამოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაბში, არაფორმალურ გარემოში, ვახშამზე დაგვპატიჟა, სადაც „ქართული ოცნების“ ხუთ თუ ექვს წარმომადგენელთან ერთად დაპატიჟა ირაკლი აბესაძე, რომელიც ასევე იყო დელეგაციის წევრი.

სწორედ იქ არის გადაღებული ის „სუპერსკანდალური“ ვიდეო, რომელიც, „პატრიოტთა ალიანსმა“, არც მეტი და არც ნაკლები, თავის სარეკლამო კლიპში გამოიყენა.

მე კი ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი „კომპრომატი“ ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია“, – წერს მამუკა მდინარაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: „რემდესივირი“ არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით
Next post შს სამინისტრო: 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს