მამუკა მდინარაძე – ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ, მყარად, ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები

Read Time:49 Second

ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ. ჩვენ მყარად, ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები, ისე გავხდებით ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ეროვნულ თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე ამ ყველაფერს არ გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის ამაყად იბრძოლებს.

„ვინ ლაპარაკობს, ამას კი არ ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ პირველ რიგში, თუ თავმოყვარეობა გვაქვს ამ ქვეყანაში ადამიანებს და ქართული საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე თავმოყვარე საზოგადოება და ყველაზე თავმოყვარე ერი, იმას კი არ ვუყურებთ აქედან გამომდინარე ვინ ამბობს, ჯერ ვისმენთ რას ამბობს და ვინც არ უნდა იყოს, თუ მისი გახმოვანებული ინფორმაცია შეიცავს სიცრუეს, ჩვენ ამას ვამბობთ მიუხედავად იმისა ვისგან ხმოვანდება ეს ამბავი ამგვარად ცრუ სახით. ეს უნდა დაიმახსოვროს ყველა ადამიანმა, რომელიც ზუსტად ამის წინააღმდეგ ილაშქრებს. ორ ფეხზე მყარად და ამაყად ვიდგებით და ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის. ეს დაიმახსოვრეთ და ამის წინააღმდეგ წასვლა ისჯება ქართული საზოგადოების მიერ თავისი სწორი დამოკიდებულებით ამის ავტორების მიმართ, ვინც ამის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ
Next post გიორგი ვაშაძე: პარლამენტში ისეთ მძიმე ვითარებაში ვართ, შეიძლება მეტი ფიზიკური ვარჯიში დაგვჭირდეს – ბავშვობა გამახსენდა ისე ვჩხუბობთ