მამუკა მდინარაძე: ჩვენ შემთხვევით არ გვითქვამს სიტყვები – ღირსებით ევროპისკენ. საქართველოს მოქალაქის ინტერესია საკუთარი იდენტობით, ტრადიციით, რწმენით, ტოლერანტობით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი

Read Time:34 Second

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით, ფუნდამენტურ საკითხებში ჩვენ ვართ პირველ ადგილზე ასოცირებულ ტრიოში – უკრაინასა და მოლდოვას ყველა ფუნდამენტური საკითხით წინ ვუსწრებთ თავად ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე, ჩვენს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უსამართლო იყო და მე იმედი მაქვს, რომ ახლა უკვე პოლიტიკურად, კრიტერიუმების მიხედვით, ტექნიკურად, ყველა საკითხთან მიმართებაში, ჩვენს მიმართ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ შემთხვევით არ გვითქვამს სიტყვები – ღირსებით ევროპისკენ. საქართველოს მოქალაქის ინტერესია საკუთარი იდენტობით, ტრადიციით, რწმენით, ტოლერანტობით, გუშინდელი დღით, აწმყოთი და მომავლის სწორი ხედვით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ ამას მოვახერხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩერგოლეიშვილი – ჩამოყალიბდით, რა გამოძრავებთ ამ საქმეში და რისთვის ხართ
Next post დიტო სამხარაძე: ხვალ კანონი ჩავარდება! ამის შემდეგ, ყველა შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე, პირდაპირ ნაციონალები და მათი ენჯეოშნიკები იქნებიან პასუხისმგებლები!