მამუკა მდინარაძე: ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტატუსი იქნება

Read Time:38 Second

მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა. მან განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ციტირებისას, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ცალკეული მედიასაშუალებები მის ფრაზას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსა და საქართველოს ომში ჩაბმასთან კავშირზე ამახინჯებენ.

„გუშინ გვიან ღამე გადაცემაში ირაკლი კობახიძემ თქვა: „საქართველოში რომ ომი იყოს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“. და როგორ გადაატრიალეს – თუ არ იქნება ომი, არ იქნება სტატუსი. ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებაო, არავის უთქვამს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება. მაგრამ ერთ-ერთი ვერსია, რა შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსი გვექნება, არის თუ არა ქვეყანა რომ იყოს საომარ მდგომარეობაში?“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ამას არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები, არამედ ევროპელი ლიდერები ამბობენ და მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც აღნიშნა, რომ ომი იყო ის ფაქტორი, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი დააჩქარა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა პიკს შემოდგომაზე მიაღწევს
Next post საქართველოს დელეგაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განხორციელებული რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა