მამუკა მდინარაძე: ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო

Read Time:51 Second

მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ივანიშვილმა საქართველოში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო.

„ბუნებრივია, ადამიანურად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე, მათ შორის მასზე, ეს კიდევ უფრო მეტად უნდა უზრუნველყოს, ვიდრე აქამდე იყო, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ვფიქრობთ, ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ასეც იქნება.

საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა, თავად მიაღწია იმას, რომ დემოკრატიის და მისი ხარისხის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს, რადგან უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები, დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ამ ქვეყანაში, და ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: ესაა სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტი – არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა
Next post ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებული წავიდა პოლიტიკიდან, ეს არის თავისუფალი და დასავლური ფასეულობებით მოაზროვნე ადამიანის გადაწყვეტილება