შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამოჩენას, ვნახოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თუ ჩვენ ვნახავთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციის მხრიდან, ასეთი კეთილი ნების გამორიცხვა არ შემიძლია. ერთადერთი მთავარი მიზანი იმის, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით და მედიაციით იქნება თუ მის გარეშე, ამის საბოლოო მიზანია საპარლამენტო მუშაობა იყოს რეალობასთან რელევანტური და ამ ქვეყნის განვითარებაზე ერთად ზრუნვა შევძლოთ. ეს მართლა შეიძლება თითოეული ქართველის ოცნება იყოს. თუ ამას შევძლებთ ამაზე უკეთესი წარმოუდგენელია რამე იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.