მამუკა მდინარაძე – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მსგავსი ფაქტების პრევენცია და რეაგირება მოხდეს

Read Time:21 Second

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ მოიხსნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ქართული მხარის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს.

“ევროპარლამენტში სერიოზულად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაზაფხულზე რეზოლუცია იყოს მიღებული. ბრიუსელიდან დელეგაცია დღეს დაბრუნდა – მოლოდინები აქაც პოზიტიურია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მსგავსი ფაქტების პრევენცია და რეაგირება მოხდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კაკულია: ვხედავ, რომ მოდის გიორგი ბრწყინვალე და ამის შემდეგ ამოისუნთქავს საქართველო
Next post ზაქარია ქუცნაშვილი- “თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველის დედას ხვალ პატივს მივაგებთ”