მამუკა მდინარაძე: ქართველი ხალხის ნება, განწყობა და ჩამოყალიბებული აზრია, რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლური – ამას ამ ქვეყანაში ვეღარასდროს, ვერავინ გადახედავს

Read Time:32 Second

ქართველი ხალხის ნება, განწყობა და ჩამოყალიბებული აზრია, რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლური. ეს არასდროს გადაიხედება, ამას ამ ქვეყანაში ვეღარასდროს, ვერავინ გადახედავს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„შემთხვევით არ მითქვამს ვიღაცებისთვის, რომ რაც არ უნდა დასავლური ქურთუკი მოისხათ და ევროკავშირის დროშით შეიმოსოთ, შემდეგ რაღაცები დეკლარირებულად, ვითომ ევროპული თქვათ, მაგრამ შედეგი ისეთი იყოს, რომ რუსული საქმე მიიღოთ, ვერაფრით გახდებიან ისინი დასავლური ინტერესების გამტარებლები, ამ შემთხვევაში ჩვენს ოპოზიციაზე ვსაუბრობ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მოდის კონკრეტული ნარატივი, ვსაუბრობ იმაზე, პირდაპირი მოწოდებები რომ იყო რიგი უკრაინელების მხრიდან, იმას რომ არ გაემიჯნენ და შემდეგ რა ომიო, რომ კითხულობდნენ, იმ ხალხზე ვლაპარაკობ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ქალბატონ ელჩს თავის დროზე რომ ეთქვა, შევხვდი ბიძინა ივანიშვილსო, ხომ აღარ დაისმებოდა მერე 100-ჯერ ეს შეკითხვა? – სადაც არის ორაზროვანი პასუხები, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები
Next post სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: გამოწვევების მიუხედავად, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი