მამუკა მდინარაძე – უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

Read Time:49 Second

უმრავლესობა არ დაიშლება. ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა დგას მყარად, – ეს განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე: ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარმა დეპუტატებმა დატოვონ, მდინარაძემ შემდეგი შინაარსი პასუხი გასცა:

„ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ“ მოძრაობას“ და მის სატელიტებს – უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციებს, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ იმ მაჟორიტარი დეპუტატების არგუმენტებიც გააჯღერა, რომლებიც არსებულ ვითარებაში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

„მე მათ მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ამ ფონზე, ისინი ამ არგუმენტებს სათავისოდ იყენებენ და ამბობენ, რომ როდესაც ოპოზიცია ასეთი უპასუხისმგებლოა, როდესაც თვითმმართველობები არ განგვივითარებია, ისე როგორც საჭიროა, როდესაც არ არსებობს კონსენსუსის რესურსი და როდესაც ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქციაზეა გადასული, ეს მოცემულობები მათი აზრით, ადგებათ სათავისო არგუმენტებში,“ – დასძინა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მესის ქანდაკებას დაუდგამს
Next post პოლიციელი რომელსაც მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს დაკავებულია – შემთხვევა ჩხოროწყუში