მამუკა მდინარაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: ეს ყველა მხრივ გაზომილი, აწონილი და სწორი პოლიტიკური სვლა იყო

Read Time:49 Second

დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა, იქ ხომ თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. მან თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის შედეგიანი და ფოკუსირებული რეაქცია მისასალმებელია. ეს ფოკუსირებული აქ შემთხვევითი სიტყვა არ არის, – ამის შესახებ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული, გნებავთ ფრთხილი დაარქვან, გნებავთ დიპლომატიური. ჩვენ რა გვჭირდება დღეს? დღეს არის ის მოცემულობა, სადაც შენი სიხისტეა რამის მომტანი, გამკეთებელი თუ გამფუჭებელი – ამ კონტექსტიდან ხო უნდა გამოხვიდე?“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ყველა მხრივ გაზომილი, აწონილი და სწორი პოლიტიკური სვლა იყო.

„რა ქნეს მათ და რა ვქენით ჩვენ? 2012 წლამდე და მას შემდეგაც, მათი პოლიტიკის შედეგი იყო რუსეთის შესრულებით ომი და საქართველო მის წინაშე. ამ ომის შედეგია საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. ასევე გამქრალი მთავარი მტკიცებულება – ისკანდერის ნაწილები. შემდეგ 2009 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც 2011 წელს დაუშვებლად ცნო საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ. შემდეგ ცნობილი, 2008 წლის რეზოლუცია, სადაც დააბარალეს ქართველ სამხედროებს ომის დაწყება – ეს არის მათი პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანი: მწამებელი რეჟიმის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის წამებაზე საუბარი ცინიზმის მწვერვალია
Next post ქუთაისში 23 წლამდე ბიჭს ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა