მამუკა მდინარაძე: სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ

Read Time:45 Second

სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

„მორალურად რომ მიუღებელია, ეს თავისთავად ასეა, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე: ათასგვარ ინტერპრეტაციას ვისმენთ. სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა, მორალურად სწორია თუ არა. რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს არის ჰონორარი? ჩემი აზრით, წარმოუდგენელი და შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ის ლოგიკა, რომ საქმე გვაქვს რაიმე სახის ჰონორართან. არ შეიძლება იყოს მსგავსი რაოდენობის ჰონორარი ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: გამოდის, რომ ევროპა და ამერიკა თუკი ვაჭრობენ რუსეთთან, ეს კარგი რუსები არიან, ხოლო თუ რუსეთი ჩვენთან ფრენებს აღადგენს და ჩვენი მოქალაქეები ამ შეღავათით ისარგებლებენ, ის ცუდი რუსები არიან
Next post შალვა პაპუაშვილი: ძალიან ვაფასებთ სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი