მამუკა მდინარაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ რეალურად არ არსებობენ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ განშტოება

Read Time:1 Minute, 3 Second

ჩვენ ამ პარტიებს ისედაც ერთ პარტიად მოვიხსენიებთ. ასეთი პარტიები რეალურად არ არსებობენ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ განშტოება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასა“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად არსებობს ერთი პარტია – „ნაცმოძრაობა“, რომელიც ასრულებს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ.

„მიზანი და საფუძველი ამ გადაწყვეტილების, ჩემი აზრით, ის იყო, რომ მაინც ერთად, ერთ პლატფორმაზე არიან, მაინც „ნაცმოძრაობაში“ არიან და „ნაცმოძრაობის“ საქმეს აკეთებენ, დავალებებს ასრულებენ, მათ გადაწყვიტეს ბარემ ერთად იმოქმედონ. არც „ლელო“, არც „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც „დროა“ არც ზურა ჯაფარიძე-„გირჩი“, რეალურად არ არსებობს ასეთი პარტია, არსებობს ერთი „ნაცმოძრაობა“, რომელიც ასრულებს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ესენი ცალკე იქნებიან, ერთად იქნებიან თუ ა.შ. ისინი არიან ერთნი და აკეთებენ ერთ საქმეს, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია. ქვეყნის შიგნით რასაც ისინი აკეთებენ, ვერაფრით ვნებენ ხელისუფლებას, პირიქით რაც არ უნდა მათთვის სამწუხარო იყოს, „სიარარსის“ და „ენდიაის“ კვლევამაც აჩვენა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაზრდილი. „სიარარსის“ კვლევაშიც კი ყველა ამ პარტიის ერთად აღებულზე მეტი გვაქვს რეიტინგი. ქვეყნის შიგნით მათი ამ ქმედებების შედეგი ის არის, რომ „ოცნებას“ რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. ისინი აზიანებენ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეს არის ყველაზე სამწუხარო. ეს არის ქვეყნის მტრობა და უსამშობლოობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექსკლუზივი-პირველი ტაძრის პერიოდის იშვიათი პაპირუსი ისრაელში ბრუნდება
Next post სოზარ სუბარი – მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, გვინდა, განათლების სფეროში აშშ-ის ინვესტიციის თემა ცალკე განხილვის საგნად ვაქციოთ