მამუკა მდინარაძე – საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას კატასტროფა აარიდოს

Read Time:1 Minute, 13 Second

ამ სიტუაციაში ჩვენმა ქვეყანამ თუ რაციონალიზმის რაიმე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, ამ რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს, აარიდოს ამ ქვეყანას ომი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ჩათრევასაც ძალიან ცდილობენ ვიღაცები, აარიდოს ის მაქსიმალური რისკები, რაზეც ასევე სამწუხაროდ იბრძვიან ჩვენი არაკეთილისმოსურნენი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკითხები, მათ შორის პრეზიდენტის და შს მინისტრის პარლამენტში მისვლა განიხილეს.

„ხვალ პარლამენტში პრეზიდენტი მობრძანდება და წარდგება მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. შემდეგ დღეებში იქნება მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის სამშაბათს ასევე პოლიტიკური განცხადებები, ხოლო ხუთშაბათს, 17-ში ჩვენ მოვუსმენთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის საათის მოსმენის ფორმატში გაიმართება პარლამენტის მიერ. მთავარი საკითხები რაც დღეს სხდომაზე განვიხილეთ იყო პრეზიდენტის მოხსენება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა, რომელიც შევთანხმდით, რომ იქნება 17-ში, რა თქმა უნდა უკრაინის საკითხზე, ასევე იმ პოლიტიკის საკითხზე, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია მსოფლიოში თავისი მიმართულებებით, რუსეთის ღია აგრესიით და წარმოებული ომით უკრაინაში. ასევე, ის პრობლემები, რომელიც უფრო ფართო მასშტაბით ხდება, გუშინდელი სიტუაცია მაგალითად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან მიმართებით და ეს პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ უფრო გლობალური ხდება, ვიდრე ეს შეიძლება, ერთი შეხედვით ვიღაცისთვის ჩანდა. ამ სიტუაციაში ჩვენმა ქვეყანამ თუ რაციონალიზმის რაიმე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, ამ რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს, აარიდოს ამ ქვეყანას ომი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ჩათრევასაც ძალიან ცდილობენ ვიღაცები, აარიდოს ის მაქსიმალური რისკები, რაზეც ასევე სამწუხაროდ იბრძვიან ჩვენი არაკეთილისმოსურნენი. ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით არსებობს ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამას აკეთებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ როგორც აქამდე, ქვეყნის გარეთაც. საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას აარიდოს კატასტროფა“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 13 მარტის დილას ჩრდილოეთ იტალიის მთავარ გზატკეცილზე ავტობუსი გადაბრუნდა, რომლითაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადადიოდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Washington Post წერს.
Next post ხატია დეკანოიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ოჯახის წევრს დაემუქრა