მამუკა მდინარაძე: სამწუხაროა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე

Read Time:57 Second

რატომ ავიწყდება ყველას, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, რომ 2008 წელს ამ ქვეყანაში იყო ომი და ამ ომის შემდეგ ბევრი რამ მოხდა. 2019 წლის შემდეგ კი არ შეიცვალა სიტუაცია. მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი?! ეს გადავშალეთ და თეთრი ფურცლიდან ვიწყებთ ურთიერთობას უკრაინის ომის გამო?!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მათ შორის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ისიც ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე.

„ყველას ავიწყდება, რომ მათმა ბელადმა და ლიდერმა ცალმხრივად მოუხსნა სავიზო შეზღუდვები რუსებს. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ თურმე ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ჩვენს მოქალაქეებს. თუ სააკაშვილი უხსნიდა სანქციებს რუსებს, ეს თურმე პროევროპული ყოფილა და ჩვენ თუ საკუთარ მოქალაქეებს არ ვუწესებთ, ეს ყოფილა პრორუსული. ასეთი ლოგიკა აქვთ ჩვენს ოპონენტებს. სამწუხაროა, რომ მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელსაც არ ახსენდება 2008 წლის ომი და ისიც ათვლას იწყებს უკრაინის ომიდან გამომდინარე. სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ რუსებს მოუხსნა სანქციები, არის კარგი და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საკუთარ მოქალაქეებს არ დაუწესოს დე ფაქტო თუ დე იურე სანქციები, ეს არის ცუდი. ამ ლოგიკას ასაღებენ საზოგადოებას. ეს ლოგიკა არ გავა, ამ ანკესზე საზოგადოება არ წამოეგება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ნაცვლიშვილი: ვსვამ კითხვას – როდესაც მეზობლად სახლობს, აგრესიული მკვლელი, ყაჩაღი, ხულიგანი კარს ღიას ტოვებთ, თუ კეტავთ?
Next post ანა ნაცვლიშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზად არის საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე