ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს

ის რა „ნაცია“, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. პირველი სხდომის პარალელურად შეძახილებს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შესაბამისი განცხადებით მდინარაძე გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას პარლამენტის პირველის სხდომის დღეს, 25 ნოემბერს.

მდინარაძის თქმით, პარლამენტის პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანას განვითარებას გააგრძელებს.

„უკვე იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე რეაქცია არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ, უფრო მყარად ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ეროვნულ-დამოუკიდებელ ქმედებებში უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამიტომ არის გაცილებით დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო – მაშინ 2%-ი იყო გაყალბებული მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 თასზე მეტით. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს შეყოლა, ამიტომ არის ის, რომ ჩვენ ასეთ საკითხებზე ირონიის გარეშე ვერ ვსაუბრობთ. რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანა განვითარებას განაგრძობს“,- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს, გაივლის თუ არა ოპოზიცია ყველა პროცედურას მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მდინარაძე პასუხობს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს არ დათმობს.

მდინარაძის შეფასებით, ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები შეგნებულად დაწერეს მაშინ, როდესაც დაწერილი განცხადებები არ იყო იურიდიული ძალის მქონე.

„ჩემი მოლოდინია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს არ დათმობენ. უკვე დაიწყო ახალი ნარატივის შემოტანა გახარიამ, როგორც 4 პარტიიდან ჯაშუშების პიონერმა. სხვათა შორის, დღეს შეცვალა საკუთარი პოზიცია ჯაშუშობასთან დაკავშირებით. მიხვდა რომ ჯაშუშობა თავისი ხელით დაამტკიცა და სხვას მოუწერა წინა წერილზე ხელი – ახლა თქვა, არაო. ცოტა სხვანაირი განცხადებები გააკეთა, მაგრამ მაინც პიონერი აღმოჩნდა ჯაშუშებს შორის. რა „ტრიუკებსაც“ მიმართავდა შალვა ნათელაშვილი თავის დროზე, იმ „ტრიუკებზე“ დაიწყო მიმართვა და თქვა, რომ არა მანდატები შეიძლება არ დავთმოთ, მაგრამ პარლამენტში არ შევალთო. შალვა ნათელაშვილიც ამას აკეთებდა – მანდატებს არ თმობდა. ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ასეთი რამ გააკეთეს: შეგნებულად იცოდნენ, რომ იმ დროს დაწერილი განცხადებები არ იყო იურიდიული ძალის მქონე. მაშინ დაწერეს განცხადებები, რომ შემდგომ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დათმობა. თუ არ იციან ვასწავლით. როგორც კი ექნებათ უფლებამოსილების ცნობა, მაშინვე შეუძლიათ დაწერონ განცხადებები. ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მანდატების დატოვება. ამას არ აკეთებენ, არ აანონსებენ, რადგან მანდატებს ვერ ელევიან და თვითონაც იციან რა სისულელეს აპროტესტებენ – 300 ათასი ხმის გაყალბებას“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!“ – გადატრიალებისკენ მოწოდება უწოდა.

„ეს არის გადატრიალებისკენ მოწოდება, მშვენიერ ნომერშია სააკაშვილი, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება – ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ნახევარ მილიონამდე დემონსტრანტი გამოვიდა.აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. პარიზში, მარსელსა და სტრასბურგში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.სხვადასხვა დაზიანება მიიღო ასობით მოქალაქემ. ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია.დემონსტრანტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და რეფორმას ითხოვენ. ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით დროებით დაიხურა 900-მდე სკოლა.

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ბოლო სიახლეები