მამუკა მდინარაძე – სააკაშვილმა შეცდომა კი არ დაუშვა, ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ხან საწოლიდან გადმოვარდნას, მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნას, ხან დემენციას და რაღაც სიგიჟეებს იგონებდა

Read Time:43 Second

მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა კი არ დაუშვა, ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ხან საწოლიდან გადმოვარდნას, მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნას, ხან დემენციას და რაღაც სიგიჟეებს იგონებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის იმ განცხადებას, სადაც ჯაფარიძე ამბობს: „მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტი ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას“.

„ეს შეცდომა არ არის, ეს არის თაღლითობა, ჩვეულებრივი თაღლითობაა. ტელევიზორის ყურების ან რაღაც სტატუსის ნახვის დროს სხვის მაგივრად შეგრცხვენიათ? აი, ასეთ მდგომარეობაში იყო ხალხი. ხომ ბევრჯერ განგიცდიათ ის მომენტი, როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები, რაც უნდა შენთვის მიუღებელი პიროვნება იყოს. ასეთი შეგრძნება მქონდა მიხეილ სააკაშვილზეც კი, რომელიც პალატაში თავისი საწოლიდან ძალით ვარდებოდა. ასეთ მდაბიო მდგომარეობამდეა ეს ადამიანი დასული და არ შეიძლება, მასზე ამდენს ვლაპარაკობდეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელია და ამგვარ განცხადებასაც ამიტომ აკეთებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – გლობალური ომის პარტია გამოგონილი არ არის, ვნახეთ, რომ რაღაც ძალებმა საქართველოსთან მიმართებით შეძლეს არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღება – ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედეს
Next post მერწმუნეთ, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა შინ და გარეთ მორყევის მცდელობაც კი – გრეტა წიწავა