მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: პოლიტიკური სიმულაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ ამის იქით აღარ წავალ

Read Time:42 Second

პოლიტიკური სიმულაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ ამის იქით აღარ წავალ. თავად ეს საკითხიც, კუჭის ოპერაციის შემდეგ არის თუ არა სიმულაცია, ესეც არაა ჩვენი საქმე, ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კუჭის ოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაც სიახლეა ჩემთვის, თუმცა ეს ყველაფერი საერთო ჯამში საერთო ყურში ვარდება. ვცდილობთ, აღარ გავაკეთოთ ამ საკითხზე კონკრეტული განცხადებები, მაგრამ ეს კითხვა მიდის იქამდე, არის თუ არა ეს სიმულაცია. პოლიტიკური სიმულაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ ამის იქით აღარ წავალ. თავად ეს საკითხიც, კუჭის ოპერაციის შემდეგ არის თუ არა სიმულაცია, ესეც არაა ჩვენი საქმე, ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ. რა განწყობაც არ უნდა მქონდეს, მაინც არ მაქვს იმის თქმის საშუალება, რამდენად შეიძლება ვივარაუდო სიმულაცია. დასკვნა უნდა დადონ ექსპერტებმა და ექიმებმა, საბოლოო გადაწყვეტილება კი უნდა მიიღოს სასამართლომ. ამიტომ მე ამას ვერ გავცდები. ეს არის არა პოლიტიკოსების, არამედ კომპეტენტური პირების დასადგენი ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა
Next post ზელენსკი თავის მომავალზე: გამარჯვებამდე პრეზიდენტი ვიქნები, შემდეგ კი ძალიან მინდა ზღვაზე წასვლა და ლუდის დალევა