მამუკა მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

Read Time:29 Second

​​უკრაინელი დეპუტატი, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა დაეხმაროს, შეეხიდოს ამ ომში, გაისეირნოს ცხინვალსა და სოხუმში – პირდაპირი მოწოდებები იყო ომისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამ დროს რა რეაქციები ჰქონდათ საქართველოში „ნაცმოძრაობის“ და ენჯეო-სექტორის წარმომადგენლებს და აქციის ვითომ ორგანიზატორებს? უარყვეს? გაემიჯნენ? ისინი ომზე ტესტავდნენ [განწყობას]. ხან ჭიაბერაშვილი ალაპარაკეს, ხან ბატონი დავითი გამოვიდა უსუფაშვილი და მინიშნებებს აკეთებდა, ცოტა ირიბად, ხან ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოდიოდა და შეიარაღებაზე საუბრობდა. ტესტავდნენ. ხან ჟურნალისტები ლაპარაკობდნენ ომზე და თავმოყვარეობას უკავშირებდნენ, ხან სახალხო დამცველი გამოდიოდა და ბომბების წვიმას ჩაურთავდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გამოცხადდა თუ არა ევრორეკომენდაციები და ნახეს, რომ პირველი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, პირველივე ნაბიჯები გადადგეს პოლარიზაციისკენ
Next post სოზარ სუბარი ელენე ხოშტარიაზე: საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ გვხვდება შემთხვევა, როდესაც ამხელა თანხები საავტორო უფლებების თვალსაზრისით ვინმეს მიეღოს