მამუკა მდინარაძე: როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემს, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს

Read Time:1 Minute, 3 Second

ამ პირობებში, როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემს, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს. ეს ეხება არა მხოლოდ აშშ-ის ელჩს, ეხება ყველას, გამონაკლის გარეშე, ვინც არ გაემიჯნა ომის მოწოდებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ამას მკაფიოდ გაემიჯნება მეგობარი, ვეღარ მოახდენენ მისი სახელით სპეკულირებას.

„როდესაც ამას მკაფიოდ გაემიჯნება მეგობარი, არ ვსაუბრობ მტერზე, მტერს მტერი ჰქვია და ეს საკითხი არასოდეს გადაიხედება, რაც არ უნდა სპეკულაციები მოაყოლონ ქვეყნის შიგნით ჩვენმა ოპონენტებმა, მათმა ლობისტებმა თუ დავალების მიმცემებმა, ამ პირობებში, როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემს, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს. ეს ეხება არა მხოლოდ აშშ-ის ელჩს, ეხება ყველას, გამონაკლის გარეშე, ვინც არ გაემიჯნა მაგალითად, ომის მოწოდებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. გაემიჯნონ, ეს იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, ეს არის ჩვენი თხოვნა. მკაფიო იქნება ყველაფერი და ვეღარ მოახდენენ მისი სახელით სპეკულირებას. ვაშაძე რომ დადის, ხან ბრიუსელიდან ჩაგვერთვება, ხან ვაშინგტონიდან და იქიდან გვმოძღვრავს, რომ აქ უკვე დალაგებულია თემა, რაღაც სისულელეებს რომ ლაპარაკობს, ამას ხომ ვეღარ მოახერხებს. ამიტომ გაემიჯნოს, ელჩი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვინც ამას აქამდე არ აკეთებდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე: მიდის გაშმაგებული ბრძოლა, სადაც ყველა მიუღებელი მეთოდი და იარაღი აქტიურად გამოიყენება, ეს ყოველივე გასაკვირი არ არის, ვინაიდან „ლიბერალები“ ბოლო შანსს გრძნობენ
Next post მიხეილ სარჯველაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია. თუ ვითარებას რეალურად გაეცნობა, ყველა ნახავს, რომ საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე