სამშაბათი, მარტი 24, 2026

მამუკა მდინარაძე: როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემს, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს

ამ პირობებში, როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემს, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს. ეს ეხება არა მხოლოდ აშშ-ის ელჩს, ეხება ყველას, გამონაკლის გარეშე, ვინც არ გაემიჯნა ომის მოწოდებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ამას მკაფიოდ გაემიჯნება მეგობარი, ვეღარ მოახდენენ მისი სახელით სპეკულირებას.

„როდესაც ამას მკაფიოდ გაემიჯნება მეგობარი, არ ვსაუბრობ მტერზე, მტერს მტერი ჰქვია და ეს საკითხი არასოდეს გადაიხედება, რაც არ უნდა სპეკულაციები მოაყოლონ ქვეყნის შიგნით ჩვენმა ოპონენტებმა, მათმა ლობისტებმა თუ დავალების მიმცემებმა, ამ პირობებში, როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემს, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს. ეს ეხება არა მხოლოდ აშშ-ის ელჩს, ეხება ყველას, გამონაკლის გარეშე, ვინც არ გაემიჯნა მაგალითად, ომის მოწოდებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. გაემიჯნონ, ეს იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, ეს არის ჩვენი თხოვნა. მკაფიო იქნება ყველაფერი და ვეღარ მოახდენენ მისი სახელით სპეკულირებას. ვაშაძე რომ დადის, ხან ბრიუსელიდან ჩაგვერთვება, ხან ვაშინგტონიდან და იქიდან გვმოძღვრავს, რომ აქ უკვე დალაგებულია თემა, რაღაც სისულელეებს რომ ლაპარაკობს, ამას ხომ ვეღარ მოახერხებს. ამიტომ გაემიჯნოს, ელჩი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვინც ამას აქამდე არ აკეთებდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო

მიმდინარე წლის 23 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში ალბანეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იოანე და პროტოპრესვიტერი სპირიდონი მიიღო.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.„მისმა უნეტარესობამ მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისათვის.საუბრისას გაიხსენეს ალბანეთის აწ გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსი ანასტასიც, რომელიც დიდი მოღვაწე და ეკლესიის აღმშენებელი გახლდათ.შეხვედრის დასასრულს მასპინძლებსა და სტუმრებს შორის სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანიის გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნები ომისთვის ჯერ სრულად არ არიან მზად – „ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, გვჭირდება, რომ მოწინააღმდეგეზე უკეთ ვიყოთ...

დანიის გენერალური შტაბის უფროსი მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდი მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები ჯერ სრულად არ არიან მზად ომისთვის. ამის შესახებ მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდმა პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე განაცხადა.ჰილდგაარდმა გააფრთხილა ქვეყნები, რომ რუსეთმა შესაძლოა, შეუტიოს ნატო-ს ტერიტორიას ამ ათწლეულის ბოლომდე.„ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, გადავიდეთ ანალიზიდან მოქმედებაზე. ჩვენ არ გვჭირდება სრულყოფილი მზადყოფნა, გვჭირდება, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებული, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე“, – განაცხადა მიქაელ ვიგერს ჰილდგაარდმა.დანიის გენერალური შტაბის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში თუ სურთ, 2030 წლამდე თავდაცვის უნარი ჰქონდეთ, ამისთვის ახლავე უნდა დაიწყონ სამზადისი.„მაღალი ინტენსივობის ომი, სცენარი კი არა რეალობაა. დაკარგულ დროს ვერაფერი ანაცვლებს, გასული დრო სამუდამოდ არის დაკარგული“, – აღნიშნა დანიის გენერალური შტაბის უფროსმა.

მედია – რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუსეთში „დოჟდის“ ჟურნალისტს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია ავრცელებს.კერძოდ, მოსკოვის ტაგანის საოლქო სასამართლომ “დოჟდის” ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა “ომის ფეიკების” გავრცელებისთვის.აღნიშნულია, რომ რუსეთში ეს პირველი ცნობილი საქმეა, როდესაც ბრალდება ეფუძნება არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კრიტიკას, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.ცნობისთვის, კიჩიგინამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ე.წ. სთორიზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დაწერა:“დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. შვიდიდან რვა აგვისტომდე, ღამე რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ ქვეყანაში და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”.თავად კიჩიგინას თქმით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესახებ პოსტი უბრალოდ საბაბი იყო და მას რეალურად ე.წ. “ბაიმაკსკის საქმის” გაშუქებისთვის დევნიან.

ისრაელის მედია – აბას არაღჩიმ სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ისრაელის მედია მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.Ynet-ის ინფორმაციით, უიტკოფისა და არაღჩის საუბარი 19 მარტს გაიმართა.ამასთან, ისრაელი ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი კონტაქტების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.გამოცემის წყაროს თქმით, არაღჩისთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-ისთვის ეჩვენებინა, როგორ არის მოწყობილი ძალაუფლება ირანში და ამერიკელებს სცოდნოდათ, რომ თავად არაღჩიც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია.საუბრის დროს არაღჩიმ განაცხადა, რომ ხამენეი მზად არის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის, თუმცა მხოლოდ თეირანის პირობების შესრულების შემთხვევაში.Ynet-ი აღნიშნავს, რომ საუბარია დაახლოებით ისეთსავე პირობებზე, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ჟენევაში ომამდე გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა.კერძოდ, ირანი მზად არის, განიხილოს გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა, თუმცა არ არის მზად, სრულად თქვას უარი ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკურ რაკეტებზე.ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებზე 23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. მან მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა. ამის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა პენტაგონს დაავალა, ხუთი დღით გადაედო ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები.ირანი უარყოფს, რომ აშშ-თან რაიმე მოლაპარაკებებს მართავდა.გამოცემა „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლების როლს თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი ასრულებდნენ. ორი დღის განმავლობაში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალ-ცალკე გამართეს შეხვედრები როგორც ამერიკულ, ისე ირანულ მხარესთან.

უკრაინული მედია – რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი აცხადებს, რომ რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს.უკრაინული მედიის თქმით, მოსკოვის ეს გეგმა თუ განხორციელდება, მაშინ ეს რუსეთის დრონების მართვის დიაპაზონს მნიშვნელოვნად გაზრდის.უკრაინელი ომის ექსპერტი და ყოფილი მაიორი ალექსეი გეტმანი აცხადებს, რომ თანამგზავრული კომუნიკაციის გარეშე ოპერატორს არ შეუძლია დრონის ეფექტურად მართვა დიდ მანძილზე და თუ რუსეთი ასეთ ანტენებს ბელარუსში განათავსებს, ის დრონების მართვის ზონას მნიშვნელოვნად გაზრდის.ექსპერტის თქმით, ბელარუსში ასეთი სისტემების განთავსება კიევისა და სასაზღვრო რეგიონებისთვის დამატებით რისკებს ქმნის, რადგან ეს რუსული ძალებისთვის დრონების დამიზნებას ამარტივებს.უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში დრონების მართვის, სულ მცირე, ოთხ შორ მანძილზე მოქმედი სადგურის განთავსებას განიხილავს.

ბოლო სიახლეები