მამუკა მდინარაძე: როდესაც არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ მას დარღვევის დაფიქსირება კი არ სურს, არამედ აქვს განზრახვა რომ არიოს უბნები
როდესაც არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ მას კი არ სურს რეალური დარღვევის დაფიქსირება, არამედ მას აქვს განზრახვა რომ არიოს, ჩაშალოს უბნები და ჩვენ ამის შესახებ მოგაწოდეთ ინფორმაცია ბრიფინგზე წინა დღეებში, რომ ეს დავალება აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მაგალითად გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები მოიყვანა, რომლებშიც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მონაწილეობდა.
„ვნახე კადრები, სადაც ელენე ხოშტარია, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირი, შესული იყო უბანზე, აფიქსირებდა პრეტენზიებს, ითხოვდა საჩივრის დაწერის უფლების მინიჭებას და ა.შ. დაწეროს (საჩივარი) მან, ვისაც აქვს ამის კომპეტენცია, ანუ სპეციალური უფლებამოსილება. ხოშტარია არ არის იმ სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ასეთი დარღვევის დაფიქსირების სპეციალური უფლებამოსილება აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...