როგორც ჩანს საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა ISFED-ში ვერ მოახერხეს. ISFED-ის ახალი განცხადება მე ჯერ არ მინახავს, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ ერთადერთი საშუალება ამ მანიპულაციის, რომ ისევ თქვან, მიუხედავად იმისია რაც დაემართათ, რომ 8%-ში არის სისბალანსი, არის ის, რომ შესწორების ოქმები არ გაითვალისწინონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სხვანაირად წარმოუდგენელია. არსად არ ხდება, სადაც ჩვენნაირი საარჩევნო სისტემაა. შესწორების ოქმს, რომელსაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი აწერს ხელს და ესწრებიან პარალელური დათვლის მწარმოებელი კონკრეტული პირები, ამას თუ არ გაითვალისწინებ, ისევ გექნება სპეკულაციის საშუალება. მე არ ვიცი მათ რა თქვეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ წინასწარ, ISFED-ს ექნება დღესაც მანიპულაცია. რამდენიმე საათში გაგცემთ ამაზე პასუხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში ცდომილების მაჩვენებელს გადახედა. წინა ანგარიშის თანახმად, ISFED-ი საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსზე საუბრობდა, ხელახალი დათვლით ორგანიზაციის მონაცემები ცესკოს ოფიციალურ ციფრებს დაუხალოვდა. თუმცა, დღეს პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა, რაც კითხვებს აჩენს.