მამუკა მდინარაძე: რადიკალური სცენარი არ გამოუვათ

Read Time:45 Second

„მოლაპარაკებების მეხუღე რაუნდი მათზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ ვილაპარაკოთ საქმეზე და არა იმაზე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს. მის ჭკუაზე აღარ ივლის ეს ქვეყანა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებსაც აქვთ უდიდესი სურვილი, რომ ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდეს.

„ჩანს, ფაქტებიაა, რომ რადიკალურ, რევოლუციურ სცენარს მიყვებიან – და უკვე მამუკა ხაზარაძემ თქვა, მხოლოდ „ნაცები“ და „ევრონაცები“ კი არ არიან, აგერ „ლელოს“ ლიდერიც ამბობს, რომ გაზაფხული ცხელი იქნება („მესამე ძალა გამოჩნდა“) ამისთვის გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მეტი მიზანი არ ჰქონდა. „ცხელი გაზაფხულის“ მცდელობა იქნება, ჯობს. „ცხელი გაზაფხული“ საქმით იყოს – პანდემიისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე საჭიროებებზე ზრუნვით. მათ აქვთ რადიკალური სცენარი, რომლის იმედიც აქვთ და ეს არ გამოუვათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულება.

„თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გაავრცელა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტზე ბრალდება ერთ ადამიანს წარუდგინა
Next post 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვას პარლამენტი 27 იანვარს დაიწყებს