რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ და ეს პირველად არ ხდება, მათი მმართველობის დროს მიჩვეული იყვნენ, მეორე-მესამე დღესვე გამოუძიებელი შედეგების დადებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია არ არის ასეთი მარტივი ამბავი, რომ ექსპერტიზების, დაკითხვებისა და საგამოძიებო მოქმედებების გარეშე შეიძლებოდეს მეორე და მესამე დღეს დასკვნების გამოტანა.
„დარწმუნებული ვარ, გამომძიებლები მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეეცდებიან კონკრეტული შედეგი დადონ ამ საქმეზე. ეს არის უდიდესი ტრაგედია და დარწმუნებული ვარ, ეს გათავისებული აქვს ყველას, მათ შორის საგამოძიებო ორგანოებს. სიმართლის დადგენა რა ვადებიც დასჭირდებათ იმ ვადაში დადებენ იმ შედეგს, რომლითაც რეალურად თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვერცერთი ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობა. ეს იქნება ვიღაცის დაუდევრობა, ან ისეთი მოქმედება, რამაც ასეთი შედეგი დააყენა, დარწმუნებული ვარ, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ წაუვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.