მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით – „გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა

Read Time:41 Second

„ჩვენ ამ თემას სულ ბოლომდე ჩავყვებით, რომ სადმე, რაიმე გაყალბდა, იყო თუ არა ვინმეს სასარგებლოდ სერიოზული გადახრა, იყო თუ არა სერიოზული დარღვევა და ხარვეზები, რასაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა მოეხდინა. ამას

რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით – „გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, აღნიშნულს ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეცვლილი მესიჯ-ბოქსი მოწმობს. როგორც მდინარაძე აცხადებს, ისინი ახლა სხვა მესიჯებზე გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოების აღშფოთების სხვა ე.წ. ნარატივით გამოწვევას.

ბოლომდე ჩავყვებით, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს სუბიექტური ინტერესი, ვამხილოთ, რომ ეს იყო პიარული და ამავდროულად, თავხედური პროექტი. ჩვენი ლეგიტიმურად სუბიექტური ინტერესის გარდა, არსებობს სახელმწიფოებრივი ინტერესი, რომ გარკვეული ხარვეზები, რომლის გარეშეც მსოფლიოში არც ერთი არჩევნები არ არსებობს, გამოვლინდეს, რათა შემდგომი პრაქტიკა დაიხვეწოს და ხარვეზების აღმოფხვრაზე კიდევ უფრო კვალიფიციური მიდგომა გამოვიჩინოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი მხარეებს მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდეს
Next post დიმიტრი ხუნდაძე: ნიკა მელიამ პრაქტიკულად ხელთათმანი ესროლა სამართალს – ეს მიუღებელია