მამუკა მდინარაძე: პარლამენტი არა უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია განიხილოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

Read Time:33 Second

პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ დათქმული ვადის შემდეგ პირველსავე სხდომაზე, სხვა საკითხვების განხილვამდე პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბოიკოტში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ნუ მიიღებენ ჩვენი ოპონენტები ამას ისე, რომ ეს არის რაღაც ულტიმატუმი. მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ეს არ არის უმრავლესობის გადასაწყვეტი პროცედურული საკითხი. პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ დათქმული ვადის შემდეგ პირველსავე სხდომაზე, სხვა საკითხვების განხილვამდე პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ შემთხვევაში ამის საფუძველია მათი განცხადებები, ამიტომ პარლამენტი არა უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია, განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. როდესაც დაიწყება სხდომა, ვალდებულები ვართ პირველ თემად განვიხილოთ ეს საკითხი“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ცნობილია
Next post არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვინც პარლამეტში შესასვლელად, ხალხისგან მხარდაჭერა მიიღეს