მამუკა მდინარაძე პაატა მანჯგალაძეზე: ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალო, და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, ბოიკოტი გამოვაცხადეო – ამას რა შეიძლება დაერქვას?

Read Time:27 Second

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებისთვის „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.

„ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი, სამივეს პოლიტიკური აზრი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვს, ვიდრე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამ კონკრეტულ წარმომადგენელს. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალო, და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, ბოიკოტი გამოვაცხადეო – ამას რა შეიძლება დაერქვას?“, – აცხადებს მდინარაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა სამნიძე: ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდით, რომ პროცესი არ ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება სახალხო დამცველობის კანდიდატებზე
Next post ილჰამ ალიევი: საფრანგეთი ვერ იქნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის ნაწილი