მამუკა მდინარაძე: ორი სხვადასხვა ნომერი გამოკრული ერთად და სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოა და ამით აიხსნება დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ ფორმალურ და არაფორმალურ ლიდერებს შორის

Read Time:42 Second

რას ნიშნავს ნაცმოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხრიდან სხვა კანდიდატი ნომრის გაპიარება, რომელიც მათი აზრით, პროპორციული სიით უნდა გავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამიჭირეთ მხარი, როგორც ერთი პარტიის კანდიდატს და მეორე პარტიას მიეცით ხმა პროპორციულ ნაწილში, რადგან ეს გავიდეს საკრებულოში და შემდეგ თავმჯდომარე გახდეს – ეს პრაქტიკა ცივილიზებულ მსოფლიოში არ მახსენდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს უპრეცედენტო ფაქტია. „ეს ამძაფრებს იმ ეჭვს სააკაშვილი-მელიას დაპირისპირების შესახებ, იმიტომ, რომ ფაქტია, მელია აიგნორებს პროპორციულ ხმებს და პროპორციული სიის ნაწილში მისი მხარდამჭერების პოზიციას, რადგან ის იბრძვის მერობისთვის. უპერსპექტივოდ, მაგრამ იბრძვის და პროპორციულ სიაში მოუწოდებს, რომ სხვას მისცენ ხმა. ორი სხვადასხვა ნომერი გამოკრული ერთად და სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოა და ამით აიხსნება დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“ ფორმალურ და არაფორმალურ ლიდერებს შორის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე მელიას და ხოშტარიას ბანერებზე: მე უფრო მგონია, რომ ეს არის მელიას გამიჯვნა სააკაშვილისგან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: 900 წელი გავიდა, რაც მტერზე სამაგალითო გამარჯვება მოვიპოვეთ, სახელმწიფოებრივი და ეროვნული აზროვნების ყველაფერზე მაღლა დაყენებით, შევძლებთ მომავალშიც დიდი გამარჯვებების მოპოვებას
Next post ამირან გამყრელიძე: ვითარების მართვისთვის მკაცრი ლოკდაუნები აღარ განიხილება