მამუკა მდინარაძე – ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი დაანებონ იმ ადამიანებზე თავდასხმას, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ

Read Time:40 Second

ჯოზეფ ბორელმა სიმართლე თქვა და როგორც კი ოპონენტებს ეს არ მოეწონათ, იმ წუთასვე მასზე თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეწყვიტონ იმ ადამიანებზე თავდასხმა, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ.

„ჯოზეფ ბორელმა სიმართლე თქვა და როგორც კი ოპონენტებს ეს არ მოეწონათ, იმ წუთასვე მასზე შტურმი და თავდასხმა განახორციელეს, რაც სამწუხაროდ, მათი მხრიდან ახალი არ არის. თავდასხმა იყო ელჩებზე. ზიზღისა და სიძულვილის ენაა სოციალურ ქსელში, ეს ძალიან ცუდია. როცა ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ რომელიმე განცხადება, თუნდაც მწარე სიმართლე იყოს, ამ დროს ცდილობენ, თავს დაესხან, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დასავლეთი, ევროკავშირი. ამას კადრულობენ და ბედავენ, რაც სამწუხაროა. ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი დაანებონ დასავლეთზე, ელჩებსა და იმ ადამიანებზე თავდასხმას, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს-ს ინფორმაციით, გოგი წულაია ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
Next post დავით ბაქრაძე: ფაქტობრივად, პარტიიდან უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში