მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: როცა ასეთ სისულელეებს ილაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ. მაშინ, არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი

Read Time:1 Minute, 11 Second

2008 წელს, თურმე, მათი ლოგიკით, ოღონდ ეს ასე არ არის, მაგრამ შეეძლოთ ჩანაწერისთვის, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, მხარი არ დაეჭირათ და ეს ასე არ გაუკეთებიათ,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის საპასუხოდ, რომელიც აცხადებდა, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ შეეძლო სააკაშვილის ფაქტორის გარეშე, მხარი დაეჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის.

მდინარაძემ გაიხსენა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ. მისი თქმით, ოპოზიციას არ აღელვებს პროცედურასთან დაკავშირებული ეს ტყუილი და მხოლოდ ორი ადამიანის ხმამაღლა საუბარზე აქვთ პრეტენზია. ,,როდესაც ოპოზიციას აწუხებს, ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება ერთმანეთში და ამით არის აღშფოთებული და არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არ დაეჭირათ, მაშინ, მათ, კიდევ ერთხელ, აღიარეს ღალატი. 2008 წელს, თურმე, მათი ლოგიკით, ოღონდ ეს ასე არ არის, მაგრამ შეეძლოთ ჩანაწერისთვის, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, მხარი არ დაეჭირათ და ეს ასე არ გააკეთეს. ეს ნაწილი, პროცედურის, არ აღელვებთ, ორი კაცის ხმამაღლა გადალაპარაკება აღელვებთ, ასეთი მყარები არიან ისინი არგუმენტებში და როცა, ასეთ სისულელეებს ილაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ, და ასეთ ტყუილებს, ეს გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ დააბრალეთ, მოღალატეობრივად, ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: სესიაზე საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებდა, რომ ევროპის საბჭოდან გარიცხული ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის იერიშების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება