მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ ამ სიგიჟეებს თავი დაანებონ, ხომ შეიძლება მარცხს შეეგუონ

Read Time:30 Second

ოპოზიცია ყველა უბანზე ეცდება რაღაცის გაფუჭებას. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს აქტივისტებს, მომხრეებს, რომ არ აყვნენ მათ პროვოკაციებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ცემა-ტყეპა და რაღაცები არ დაგვემართოს, ეს ძალიან ცუდი იქნება. ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ ამ სიგიჟეებს თავი დაანებონ. ხომ შეიძლება, რომ მარცხს შეეგუონ კაცები კაცურად, ადამიანურად. ყველა შეეგუოს ამ მარცხს და თქვან, კი ბატონო, დავმარცხდით. მათი მოგონილი მცირე დარღვევების გარდა, მე დარწმუნებული ვარ, არ იქნება. მე ხომ ვიცი რა დავალებები მიდის ჩვენს წარმომადგენლებთან, ჩვენს აქტივისტებთან. რა დარღვევებზეა ლაპარაკი, როდესაც ვავალებთ, რომ სივრცე არ დატოვონ პროვოკაციისთვის, რომ არავის ჰქონდეს სალაპარაკო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, მომდევნო ოთხ წელში მასშტაბური პროექტები განხორციელდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 24-საათიან რეჟიმში ღირსეულად ვემსახურო თბილისს
Next post მამუკა ხაზარაძე – ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, ხმები გაყალბდეს, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის გაყალბებული მომავალი