მამუკა მდინარაძე: „ნაცობა“ არის ბოროტება და ამავე დროს, არის დიდი სირცხვილი

Read Time:1 Minute, 27 Second

„რა თქმა უნდა, „ნაცობა“ არის ბოროტება და ამავე დროს, არის დიდი სირცხვილი. დღეს ჩვენ ვხედავთ მათი „გათეთრების“, მათი „გაპრავების“ მცდელობას და დაკომპლექსებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცებზე“ არ ვილაპარაკოთ. ამას ნურავინ შეეცდება, იმიტომ რომ ეს ხალხი აკონტროლებს მედიასივრცეში საკმაოდ სერიოზულ ნაწილს, თავის დროზე მოპარული და ნაძარცვი ფულებით აფინანსებენ იმ ტყუილებს, „ფეიკებსა“ და ბინძურ კამპანიას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურობაში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მისვლა ვერ გაბედა და, ბოიკოტირების მომიზეზებით, კურდღლებივით დაიმალნენ.

მამუკა მდინარაძე დარბაზში მსხდომი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეწყდეს ზიზღისა და სიძულვილის ენით საუბარი და რომ ადამიანების საკეთილდღეოდ განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე უნდა ისაუბრონ.

„კახა კალაძიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დეტალურად ლაპარაკობდა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს მმართველი გუნდი. ისინი შედიოდნენ ყველა დეტალში, ვინმე გამოხვედით და თქვით, რომ ეს კამპანია მომწონს, ეს პოლიტიკა მომწონს, ეს პროექტი არ ვარგოდა, ეს კარგი იყო, ამას ასე ნუ გავაკეთებთ?! ყველა კანდიდატმა, თავის რაიონში, პროგრამა დეტალურად წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ. რომელიმე თქვენგანი შეეკამათეთ რომელიმეს?!. და ეს როგორაა, რომ ცალმხრივად უნდა მოხდეს პოლარიზაციის შემცირება და ამის პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აკისრია?! მეორე მხრიდან, ვიღაცამ დედა უნდა გაგინოს და როგორც კი შენ პასუხს გასცემ, უტიფრობააო, ძალადობა და ზიზღის ენააო, გიპასუხებენ. ე.ი. მათ უნდა გაგინონ, ზიზღისა და სიძულვილის ენით გესაუბრონ, დაგაბრალონ ათასგვარი სიბინძურე და როგორც კი პასუხს გასცემ და უტიფრობას დაარქმევ, შენი სიმართლე და პასუხი ეგრევე არის ზიზღის ენა და კამპანია. აღმოჩნდა, რომ 3%-ით მეტი აიღეს მიხეილ სააკაშვილის გამო, უბრალოდ „მიშისტები“ აღმოჩნდნენ. დღეს მოხდა ყველას ლუსტრაცია, საუბარია ლიდერებზე და არ ვისაუბროთ ამაზე?! რეალურად, ამ ქვეყნის საფრთხესა და საბოტაჟზე არ ვილაპარაკოთ?! და სიმართლეზე გავამარჯვებინოთ ტყუილსა და ბოროტებას?! ეს ამბავი არ გამოვა, ვერ დაგვაკომპლექსებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კობახიძე ოპოზიციაზე: ჩრდილში გადასვლა მოუწევთ და არა ჩრდილოვან კაბინეტებში
Next post სალომე სამადაშვილი ინიციატივით გამოდის, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მსჯავრის მოხდის პროცესი გადაუვადდება