მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიზანი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაციაა

Read Time:29 Second

თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე Fcaebook-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე ტელევიზიის წარმომადგენელთა მიერ დასმული კითხვების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ფრთის ტელევიზიების მიზანი გიორგი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაციაა.

„საოცრება ხდება, – კახა კალაძის პრეზენტაციის შემდეგ კომენტარზე დავდექი და… ტელეკომპანია „მთავარი” მეკითხება გახარიაზე, მაწყვეტინებს „ფორმულა“, ორჯერ, ისიც გახარიას თემით, „ტვ1“ ცდილობს დამატებით დასვას კითხვა, ისიც გახარიაზე, პასუხების მიუხედავად, ჟურნალისტებთან თხუთმეტწუთიანი კომუნიკაციის შემდეგ, ავტომანქანამდე, რომელიც საკმაოდ მოშორებით გვეყენა, მაცილებს „ტვ1“, დაჟინებული ჩაკითხვებით, ისევ გახარიაზე… აღარ ვპასუხობ… „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ფრთის ტელევიზიების მიზანი?! პასუხის ჩემი ვერსიაა გიორგი გახარიას მაქსიმალური აქტუალიზაცია“, – წერს მამუკა მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2020 წლის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებს
Next post პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება