მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალური ფრთა გამოიკვეთა, ეს არის „ლელო“, ხაზარაძე თავისი „მუსტანგით“ ცდილობს, „ნაცებზე“ უფრო „ნაცი“ გამოჩნდეს

Read Time:39 Second

როდესაც ოპოზიციას ერთი წინადადებაც კი არ აქვს, რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება, მათი მხრიდან გადაიდგას და მაინც კრიტიკას ახმოვანებენ, ცოტა უხერხულია. მათ არაფერი წარმოუდგენიათ, რომელიც ოდნავ მაინც გასაზიარებელი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალური ფრთა გამოიკვეთა, რომელიც არის „ლელო“.

„წარმოიდგინეთ, „ნაცმოძრაობა“ ესწრება რაღაც შეხვედრას და ფორმალურად მაინც ცდილობს, შეინარჩუნოს კონსტრუქციულობის ნატამალი, ამ დროს ვიღაც ცდილობს, „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალი აღმოჩნდეს, უფრო „საბოტაჟნიკიო“ რომ ეძახიან ხოლმე ერთმანეთს. ერთმანეთს ამხელენ ამ ბოლო დროს, სხვადასხვა ევროპული ინსტიტუტის დერეფნებში დადიოდნენ და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. თავისმა თანამოაზრეებმა ამხილეს ამ ყველაფერში. ხაზარაძე გვახსოვს ამ როლში და თავისი წამოცდენებით, თავისი „მუსტანგით“ ახლა საქართველოში ცდილობს, „ნაცებზე“ უფრო „ნაცი“ გამოჩნდეს. მათ აქვთ დღეს ყველაზე დაბალი რეიტინგი, რაც კი ოპოზიციას საქართველოში ჰქონია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, მისი პრემიერობის პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ დიდ წარმატებებს მიაღწია
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები და სტუდენტები ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ