მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის პროცესზე მიყვანა იმიტომ სჭირდებოდათ, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს

Read Time:40 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ფიზიკური დასწრება იმისთვის უნდოდა, რომ „გაეკეთებინათ ის რაც დღეს იკადრეს“.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაც შეუძლია და ამით მისი სამართლიანი სასამართლოს ქონის უფლება არ ირღვევა, რადგან დღეს კოვიდრეგუალციებისა და სხვა მიზეზების გამო ასეულობით მსჯავრდებული ერთვება დისტანციურად.

„დღეს გამოჩნდა რისთვის სჭირდებოდათ მათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა. სჭირდებოდათ იმისათვის, რა სცენარიც დღეს დადგეს და რაც ვერ დადგეს და გააკეთეს იმისთვის, მით უფრო. მათ ეს იმისთვის კი არ სჭირდებოდათ, თითქოს სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება ერთმეოდა, მაშინ როდესაც კოვიდრეგულაციების გამო, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლებელია ის ჩაერთოს და ასე ერთვება ასეულობით მსჯავრდებული და ბრალდებული სასამართლო პროცესებში, მაგრამ ფიზიკურად იმიტომ სჭირდებოდათ სააკაშვილის მიყვანა, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს, და უფრო მეტიც, რაც იკადრეს მაგრამ ვერ განახორციელეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა – ეს არის ცუდი ქმედებები და დანაშაულები
Next post გია ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილი აქეთ გვამხნევებდა და გვაძლევდა სტიმულს თავისი სიტყვით, რომელიც მართლაც ისტორიული იყო