მამუკა მდინარაძე: მოსახლეობის 60-პროცენტამდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ეს ძალიან კარგად იცის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ

Read Time:50 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც ისინი თავის აქტივისტებსა და შტაბის წევრებსაც კი არ უმხელენ იმავეს ამბობს „ქართული ოცნების“ რეიტინგზე და უფრო მაღალი მონაცემია იქ ჩვენი გუნდის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნების“ რეიტინგი ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად იციან.

„მინდა საზოგადოებას გადავუხადო მადლობა, ჩვენი რეიტინგი ასე დამოუკიდებლად მხოლოდ ჩვენგან კი არ მომდინარეობს, არამედ ეს ძალიან მაღალი რეიტინგი მომდინარეობს ხალხის განწყობიდან და საზოგადოების სუპერადეკვატურობიდან, რომელიც თვლის, რომ დღეს არათუ უკეთესი, არამედ არ არსებობს მიმსგავსებული პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც შეუძლია რეალურად მომავალზე ორიენტირება, რომელსაც შეუძლია რაციონალურად იფიქროს იმაზე, როგორ განავითაროს ქვეყანა და კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი გაკეთებული საქმეების დინამიკა. ასევე დეოკუპაციის გზაზე მშვიდობით და განვითარებით იაროს. ამიტომაც არის ქართული საზოგადოების ეს განწყობა, რომ მოსახლეობის 60-პროცენტამდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ეს აისახება შესაბამის შედეგებში. ეს არის ის რეიტინგი, რაც ძალიან კარგად იცის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და განსაკუთრებით „ნაცმოძრაობამ“, რომელმაც რამდენიმე კვირიანი „ხვეწნის“ მიუხედავად არ გაუმხილა თავის აქტივისტებსა და შტაბის წევრებსაც კი იმ კვლევის შედეგები, რომელიც მათ ლიდერებს მაგიდაზე უდევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Gorbi: არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცმედა
Next post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 165 ადამიანი დაინფიცირდა